2015 წლის 25-26 ივნისს ბორჯომში გაიმართა კონფერენცია ,, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა ინოვაციური მიდგომების მეშვეობით”.

პროექტს ახორციელებს ინოვაციური განათლების ფონდი საქართველოს 6 სკოლაში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ.კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი მერაბ ლაბაძე და პროექტის ექსპერტი და ტრენერი მარინა ჭელიძე.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – კლუბის წევრებმა: სანდრო ტყავაძემ,საბა ხარაბაძემ, გიორგი ლაბაძემ ანა თუთბერიძე. კლუბს ხელმძღვანელობს ფიზიკის მაწავლებელი თეა ქუთათელაძე.საერო სკოლა ბინულის,ტყემლანის, ოსიაურის, ნაფარეულის, ბათუმის პირველი, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციეებული კვლევითი სამეცნიერო პროექტების პრეზენტაციები და მოახდინეს ექსპერიმენტების დემონსტრირება. მოხდა ინტერაქტივი,, ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი გარემოსათვის” კონფერენციის დასასრულს პედაგოგებსა და მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო აღნიშნული სკოლები, პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის დასაჩუქრდნენ USB მიკროსკოპებით