სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ახორციელებს პროექტს ამერიკული ორგანიზაცია PH International,

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში! პროექტი 7 თვიანია და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით. ქ.ქუთაისის მაშტაბით აღნიშნულ პროექტში ჩართულია 12 პარტნიორი სკოლა. მათ შორის  სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა. პროექტი მეტად საინტერესო და  მრავალფეროვანი აქტივობებითაა  დატვირტული. დასრულდა  მუშაობის პირველი ფაზა, პროექტის განმავლობაში თითოეული პროექტის მონაწილე ფასდებოდა სპეციალური კრიტერიუმების მეშვეობით, რომლის მიხედვითაც მათ შესაბამისი ქულები ეწერებოდათ. პირველი ფაზის დასრულებისას დაჯამდა ქულები და პირველ ოთხეულში მოხვდნენ:1 ადგილი – საბა ხარაბაძე- მე-17 საჯარო სკოლა 2 ადგილი – გიორგი ჭანტურიძე – „ქართული სკოლა“3 ადგილი – თამარ სოფრომაძე-მე-15 საჯარო სკოლა 4 ადგილი – მურადი ბარბაქაძე-41-ე საჯარო სკოლა საუკეთესოთა  ათეულში მოხვდნენ  ასევე მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები სანდრო კაპანაძე, მარიამ ჩაჩანიძე ნინი სულაბერიძე. მათ გადაეცათ წამახალისებელი პრიზები, წიგნების სახით.პროექტის მონაწილეები მომდევნო ორ ფაზაშიც ინდივიდუალურად მათთვის კარგად ნაცნობი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება.გისურვებთ წარმატებებს.