2015 წლის 17 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდა ლექცია ფიზიკაში “თანამედროვე შეხედულებები სამყაროზე”.

ლექციას უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ლუკა პონიატოვსკი. ლექცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის “უნივერსიტეტის დესპანი” ფარგლებში.