2015წლის 7 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ხათუნა ლანჩავას ინიციატივით, იმყოფებოდნენ საზოგადოება ქუთაისელის დარბაზში ,

სადაც გაიმართა ზურაბ კუხიანიძის დაბადების 85-ე წლისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებაზე საზოგადოება ქუთაისელის თავმჯდომარეს ბატონ თეიმურაზ ლანჩავას ქუთაისის მერმა ბატონმა შოთა მურღულიამ მიანიჭა ,,ხელოვნების ქურუმის ტიტული” სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 სკოლა ულოცავს მწერალს საპატიო ჯილდოს