2015 წლის 8 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები

რომლებმაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ღვაწლმოსილ მსახიობსა და ულამაზეს ქალბატონს, ლამარა ვაშაკიძეს. აქტივობა განხორციელდა პროექტის ,,ექსკურსია თეატრებში” ფარგლებში.პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად.პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესება

პროექტის „ექსკურსია თეატრებში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ეძლევა ესტუმროს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები, აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან თეატრის არქივს და ისტორიას, დაესწრებიან რეპეტიციას, პირადად შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს.