სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I3 კლასში (ხელმძღვანელი მაკა კამლაძე, მუსიკის მასწავლებელი ეკა მეძმარიაშვილი) ჩატარდა ღონისძიება “დედა და გაზაფხული”.

ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ სცენაზე იგრძნობოდა გაზაფხულის სურნელება. პატარები მხიარული სიმღებებით, გულისამაჩუყებელი ლექსებით, ეროვნული ცეკვებით მიესალმნენ და მოეფერენ თავიანთ დედიკოებს. უსურვეს დიდხანს სიცოცხლე და ულევი ბედნიერება. პატარა ინსცენირებით კი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს დედაშვილობის სასწაულმოქმედ ძალაში. აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.