2015 წლის 27 ნოემბერს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III -1 კლასში ( დამრიგებელი: ნანა მესხაძე) მოეწყო გასვლითი ღონისძიება წმინდა გიორგის ტაძარში, სადაც წარმოადგინეს პროექტ-გაკვეთილი: ,,გზა რწმენისა და კულტურისა’’ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ წმინდა გიორგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და გამოეხატათ მისდამი პატივისცემა.

სკოლისა და კლასის სახელზე ტაძრის წინამძღვარს გადაეცა წმინდა გიორგის ხატი, ხოლო მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. მადლიერები ნიშნად ტაძრის წინამძღვარმა ვახტანგ ჟორჟოლიანმა დალოცა პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და შემდგომი წარმატებები უსურვა.