2015 წლის 13 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო
სკოლის I -6 კლასში (დამრიგებელი მაია კუხიანიძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში თემაზე ,,ბ-უ’’- ასოთა წყვილი.

გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი ბგერების დაფიქსირება,ასოების გამო-ყოფა მთლიანი სიტყვიდან,ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება, ლექსიკის გამდიდრებაზე ზრუნვა. ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობები და მოხდა გაკვეთილის შეფასება-შეჯამება.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ი:ირინე ჯგერენაია, დირექტორის მოადგილე ვიტალი პატარიძე და სკოლის პედაგოგები და მშობლები რომლებმაცმადლობა გადაუხადეს პედაგოგსა და პატარებს საინტერესო გაკვეთილისათვის.