2015 წლის 1 აპრილს 14 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო  სკოლის კინო კლუბში ნაჩვენები იქნა  ბარი ლევინსონის ფილმი ,, წვიმის კაცი”

. ჩვენება მიეძღვნა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 2 აპრილს.ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. 2015 წლის 2 აპრილს სკოლაში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ სკოლის პედაგოგების, მოსწავლეთა და მშობლების ინნფორმირებულობა. კამპანიის მონაწილეები გადაინაცვლებენ თეთრ ხიდზე, საიდანაც გაუშვებენ საჰაერო ლურჯ ბუშტებს.