2015 წლის 18 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა

„საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებრივი განათლებისთვის“ GE CALLS პროგრამის ხელმძღვანელები რუსუდან ძიგრაშვილი და მანანა ჯინჭარაძე. სტუმრები დაესწრნენ პროგრამის სამიზნე კლასებში ჩატარებულ გაკვეთილებს. 7-1 კლასში სადამრიგებლო საათი მიეძღვნა უკვე ნანახი ფრანსუა ტრიუფოს ფილმის “400 დარტყმა”-ის განხილვას რომელშიც სკაიპ ჩართვით ასევე მონაწილეობას იღებდნენ სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები და პედაგოგი ვასო ჯანგებაშვილი. ფილმის განხილვას უძღვებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბა ხარაბაძე და ნინო ჩაჩანიძე. 9-3 კლასში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ბარბაქაძემ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ქეთევან წერეთელმა ჩაატარეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილი თემაზე “არასრულწლოვნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”