2015 წლის 28 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV1 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მედეია ადეიშვილი) წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია “ანიდან ჰაემდე”.

ეს გახლდათ საქართველოს ისტორიის მოკლე ექსკურსი. მოსწავლეებმა ღრმა გრძნობებითა და ემოციებით წარმოაჩინეს ქართული ეროვნული სული, ის ფასეულობები, რამაც გადაარჩინა და დღემდე ღირსეულად მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. სცენაზე “მემატიანეთა” მონოლოგის ფონზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ცხრა ძმა ხერხეულიძის თავდადების, ვეფხვისა და მოყმის, წმინდა ნინოს შემობრძანების, ქართველ ქალთა ისტორიული როლის, ციხე-ტაძართა მშენებლობის, იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის, ბაზალეთის ტბის ძირში აღმოჩენილი საქართველოს იმედის ამსახველი სცენები. ბოლოს მოსწავლეებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ყველას, ფისგანაც დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას გრძნობენ. მათ თავადაც გულწრფელი მადლობა და კეთილი სურვილები მიიღეს დამსწრე საზოგადოებისგან.