2015   წლის   2 ოქტომბერს   სსიპ ქალაქ ქუთაისის   N 17 საჯარო   სკოლის I 3 კლასში ( მასწავლებელი  თამილა  სვანაძე ) საზეიმო  განწყობა სუფევდა.

ბავშვები გულისფანცქალით ელოდნენ ანბანის კარის გაღებას.  თავდაპირველად, ერთგვარად  შეაჯამეს  წინასაანბანო  პერიოდში შესწავლილი  მასალა: ისაუბრეს  დედაენაზე, მიუძღვნეს  ლექსები , წარმოადგინეს  ზღაპარი, რაც  დაეხმარათ  პირველი  სიტყვებისა და  წინადადების ამოკითხვაში.  მრავალფეროვანი  სათვალსაჩინო  რესურსის  დახმარებით  მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ  სხვადასხვა  საინტერესო  აქტივობების  შესრულება ინდივიდუალურად თუ  მცირე ჯგუფებში, ასევე სააზროვნო კითხვებზე პასუხის  გაცემა.  დასასრულ, მასწავლებელმა  მოსწავლეებს გადასცა  ამ დღისადმი მიძღვნილი საჩუქრები : ბუკლეტები  კეთილი  სურვილებით. დღის განმავლობაში  კლასს  სტუმრობდნენ :  სკოლის დირექტორი, პედაგოგები,  მოსწავლეთა მშობლები.