“ხელოვნება და ადამიანი”
2015 წლის 27 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგმა ვასილ ჯანგებაშვილმა
მოსწავლეებთან ერთად განახორციელა ერთობლივი შემოქმედებითი ფოტოპროექტი “ხელოვნება და ადამიანი” საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებლივი განათლებისთვის “GECALLS” ფარგლებში. მოსწავლეებმა ერთი დღის განმავლობაში გადაიღეს ფოტოები, დაბეჭდეს და მოამზადეს საგამოფენოდ, შექმნეს საგამოფენო ექსპოზიცია და გარემო სკოლის ერთ-ერთ ფოიეში, გამოფენაში მონაწილეობა მიიღოს 40 მოსწავლემ, თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა 3 ნამუშევარი, გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეეთა, პედაგოგთა და მშობელთა შორის.პროექტის მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება ფოტოხელოვნებისადმი და მინიმალური რესურსით მცირე დროში შეექმნათ ნამუშევრები