2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღეს, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 43 კლასში ჩატარდა პროექტის “შვილიშვილი-წლების ჯილდო” პრეზენტაცია.

კლასის დამრიგებელმა თამილა სვანაძემ, აღნიშნა რომ სიმბოლურია დღეს ასეთი ტიპის პრეზენტაციის გამართვა, რათა ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერონ იმ კავშირის მნიშვნელობის შესახებ, რაც არსებობს წარსულსა და მომავალს შორის. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ წვლილის შესახებ, რაც ბებია-ბაბუებს მიუძღვით მათ აღზრდაში. აღწერეს ის მრავალფეროვანი აქტივობები, რაც განახორციელეს ამ პროექტის ფარგლებში, გადმოსცეს ბებია-ბაბუების საქმიანობის, მათი ურთიერთობის შესახებ, გაიხსენეს სახალისო ამბები ასევე მათგან ნასწავლი ადათ-წესები, უამბეს მათ სკოლის მრავალწლოვანი ისტორიის შესახებ, ერთგვარად შეაჯამეს სასკოლო ცხოვრების ოთხი წელი, ბებია-ბაბუებს გააცვნეს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე განახორციელეს. ღონისძიებას მთავარ სათმქმელად გასდევდა: “ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წარსულს, წარვმართოთ აწმყო და შევქმნათ უკეთესი მომავალი. მოწვეული ბებია-ბაბუები სიხარულის ცრემლებით სავსე თვალებით აღფრთოვანებით შესცქეროდნენ საყვარელ შვილიშვილებს, რომლებსაც თბილი სიტყვები არ ენანებოდათ ძვირფასი ბებია-ბაბუებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია, რომელმაც გააჟღერა იდეა, სკოლაში შეიქმნას ბებია-ბაბუების კლუბი. ასევე, დირექტორის მოადგილე, პედაგოგები, მშობლები.