2015 წლის 3 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 53 კლასში (დამრიგებელი მაყვალა ანანოვი) ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი საგანში “ჩვენი საქართველო”

(მასწავლებელი მანანა ტყეშელაშვილი). მოსწავლეებმა პროექტების წარმოდგენით შეაჯამეს მე-2 სემესტრში გავლილი მასალა “ქართული ადათები და წესები”. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები: ხათუნა ჩხეტიანი, მაყვალა ანანოვი, მაკა გიორგაძე და მოსწავლეთა მშობლები. ამ გაკვეთილით მასწავლებელმა ერთგვარი ანგარიში ჩააბარა გაწეული მუშაობის შესახებ.