,,სამკუთხედი“
2015 წლის 1 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის V² კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში (პედაგოგი : თეონა აბრამიშვილი) თემაზე: ,, სამკუთხედი“ . გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ სამკუთხედს და მის სახეობებს კუთხეების მიხედვით.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები , დაახასიათეს კუთხეები და გახსენებული წინარე ცოდნის მეშვეობით შეძლეს სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა ი.ს.ტ. ტექნოლოგიები. მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, სხვადასხვა სახის აქტივობები და მოხდა გაკვეთილის შეფასება-შეჯამება. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე , ბატონი ვიტალი პატარიძე, სკოლის პედაგოგები და მშობლები.