,, მშობლის მონაწილეობა განათლების პროცესში”
2015 წლის 25-26დეკემბერს თბილისში Hotels & Preference საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა პირველი ეროვნული კონფერენცია ,, მშობლის მონაწილეობა განათლების პროცესში”,
რომელსაც ეწრებოდა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის აქტიური მშობლები. მათ შორის ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მეშვიდე მეორე კლასის მოსწავლის მათე მაღლაკელიძის მშობელი მაკა ბაზმანი.კონფერენციის მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის ამაღლება სასწავლო პროცესში,მისი ანალიზი და სამომავლოპერსპექტივები.კონფერენცია გახსნა და მშობელებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაUnicef-ის სპეციალური წამმომადგენელი საქართველოში საშა გრაუნი . აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი თეა დარსალია,PH -International საქართველოს ოფისის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე. სესიების ბოლოს იმართებოდა დისკუსიები სადაც მშობლები იხილავდნენ სხვადასხვა საკიტხის მოგვარების გზებს