“მოაზროვნე”
2015 წლის 13 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მათემატიკის კათედრის ორგანიზებით (კათედრის გამგე მაია ხარატიშვილი) გაიმართა კონკურსი „მოაზროვნეს“ მეორე ტური. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-4- მე-7კლასის იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი-ონლაინ ტური.
კონკურსზე დამკვირვებლებად მოწვეული იყვნენ აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები. კონკურსი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. მოსწავლეებს შექმნილი ჰქონდათ თავისუფლად აზროვნებისა და მუშაობის ყველანაირი პირობა. მათემატიკის კათედრა მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს აქტიურობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ.