News

მე-11 ღია კარის დღე

2014 წლის 20 დეკემბერს 11 საათიდან 16 საათამდე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ტრადიციული ღია კარის დღე გაიმართა, სკოლას ესტუმრნენ GE GALLS პროგრამის მენეჯერი თინათინ ებანოიძე, პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ძიგრაშვილი,პროგრამის ტრენერი მანანა ჯინჭარაძე, პროგრამაში ჩართული N12, N29, N40, N41 სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მანდატურები, ამერიკის კუთხის ქუთაისის წარმომადგენლობა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მშობლები, მოსწავლეები. სტუმრები მრავალფეროვანი და დატვირთული დღის განრიგის შესაბამისად აღმოჩნდნენ საზეიმო გარემოში, მათ სადღესასწაულო განწყობაზე შემოსვლისთანავე საახალწლო მელოდინების ფონზე ზრუნავდნენ გეომეტრიული ფიგურების კოსტიუმებში გამოწყობილი მათემატიკური თეატრის მონაწილე მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც საუკეთესო სურვილებს უსურვებდნენ სტუმრებს. სმარტ თარჯიმნებმა მე-4კლასიდან ინგლისური ენის მასწავლებლის თეა ბარდაველიძის დახმარებით (დამრიგებელი მედეა ადეიშვილი) ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გამართეს თარჯიმანთა კლუბის პრეზენტაცია, ქუთაისის ამერიკის კუთხის კოორდინატორი და ამერიკელმა მოხალისეები სიამოვნებით ჩაერთვნენ აქტივობაში. კალათბურთისა და საჭიდაო სპორტულ დარბაზებში მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მხიარულ სტარტებში და სასკოლო ოლიმპიადაში ჭიდაობა სამბოში,მხიარულ სტარტებში გაიმარჯვა მე-4 მეორე კლასმა, დამრიგებელი ციური ბაჯაძე.(სპორტის პედაგოგები:ერეკლე მაზაშვილი, ქეთევან ჟორჟოლაძე, ვალენტინა ტურიატკო,დავით აფრიდონიძე ) ჭიდაობა სამბოს შედეგები და გამარჯვებული გამოავლინა სკოლის კურსდამთავრებულმა 2014 წლის ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონმა გენადი ჩირგაძემ დამსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონმა ლერი ჯიხვაშვილმა. სკოლის სააქტო დარბაზში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პირველი სემესტრის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაციები, მათემატიკის პედაგოგმა ბელა გეხვიიძემ ისაუბრა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის ,,შვიდკაცას” მიერ შესრულებულ საამუშაოებზე და ერთობლივ პროექტებზე, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მათე მაღლაკელიძემ და ანი აფხაიძემ მათემატიკის პედაგოგ ლეილა ბარბაქაძის დახმარებით ისაუბრეს, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი ახალ ინიციატივას მათემატიკური თეატრების ჩატარებისა, მე-12 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგოგების ნანა ხაჭაპურიძისა და მერაბ ბარათაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს ინტეგრირებული პროექტი ქართულ ლიტერატურასა და მეწარმეობის საფუძვლებში, სახელწოდებით ,,საქართველო და მსოფლიო”. ფიზიკის მასწავლებელმა თეა ქუთათელაძემ მე-11 კლასის მოსწავლეების გიორგი მახარობლიძესა და სანდრო კაპანაძესთან ერთად საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა აღმომჩენთა და ეკოკლუბების მიერ განხორციელებული პროექტები, მაყურებელთა განსაკუთრებული ინეტესი გამოიწვია, იმ ფაქტმა, როცა ჯგუფის წევრებმა მოახდინეს სკაიპით ჩართვა სკოლის ეზოდან სადაც ამერიკელი მოხალისის ჯონ თომას ამატოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით მე-8 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მანანა ბაკურაძესთან ერთად ააგეს სათბური, რომელშიც განთავსებულია საკომპოსტე ორმო და გამზადებულია მიწის ფართი იტალიიდან ჩამოტანილი ყვავილების ნერგების დასარგავად. ღონისძიების პირველი ნაწილი დაასრულა GE GALLS პროგრამაში ჩართულმა მე-17 საჯარო სკოლის პედაგოგების ირინა კუდრიავცევას, თამარ სანაიას, თამარ გოგატაძის, ეკა მეძმარიაშვილისა და მანდატურ ნინო შეყილაძის ჯგუფმა, პრეზენტატორებმა ისაუბრეს მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობაზე , განხორციელებულ აქტივპობებზე, გამოავლინეს პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული კლასები და მოსწავლეები, მათ შორის ფარული კამერით გამოვლენილი ,, ქალბატონი სისუფთავე”. სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ დიპლომები და სიგელები გადასცა სხვადასხვა ნომიმაციებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, ასევე სიგელები გადაეცა მე-12, მე-17, 29-ე, მე-40 სკოლების სპროტის მასწავლებლებს. ლანჩის შესვენების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ქონდათ ეხილათ სკოლის ფოლკლორული ჯგუფის მიერ შესრულებული აჭარული ცეკვა,( ქორეოგრაფეი დავით ჭუმბურიძე და დავით გავაშელიშვილი), დაეთვალიერებინათ სამართლებრივი კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სასკოლო ფორმების ესკიზებისა და სასკოლო თემატიკაზე გადაღებული ფოტოების ფოტო გამოფენა, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა ორივე გამოფენის გამარჯვებული, ფოტო კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა მე-12 კლასის მოსწავლე მარი მხეცაძემ, შესვენების შემდეგ GE GALLS პროგრამის სამიზნე მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირინა ჯინჯიხაძისა და მშობლის თამარ გოგატაძის ძალისხმევით, წარმოადგინეს რაფიელ მამულაშვილის ,, ძია ელიოზის” მიხედვით შექმნილი პიესა ,, ვინ არის დამნაშავე” მოსწავლეებმა საოცარი ოსტატობით განასახიერეს პერსონაჟები და დიდი ოვაციები დაიმსახურეს. პროგრამის ხელძღვანელებმა მოსწავლეები თბილისში მიიწვიეს. დღის განმავლობაში ღონისიების ტექნოლოგიურ გამართულობაზე, ზრუნავდა გიორგი საკანდელიძე ,მარინა კენჭაძე, წამახალისებელი საჩუქრების მოძიებაზე ნაზიბროლა ჭანკვეტაძე, მუსიკალურ გაფორმებაზე ეკა მეძმარიაშვილი, სამხატვრო გაფორმებაზე გიორგი გამთენაძე, ლეილა ბარბაქაძე, სკოლის მოსწავლეები, შუქის გათიშვის შემთხვევაში გენერატორის გამართულობაზე თამილა გუმბერიძე, ერეკლე მაზაშვილი, სტუმრების დღის განმავლობაში ლანჩით გამასპინძლებაზე ზრუნავდა სკოლის ყველა პედაგოგი რუსუდან ქემოკლიძისა და და ვიტალი პატარიძის ხელმძღვანელობით ,სკოლის უსაფრთხოებაზე და სისუფთავეზე ზრუნავდა ტექნიკური პერსონალი თამარ გუმბერიძის ხელმძღვანელობით, თბილი გარემოს შექმნაზე გათბობის სისტემის გამართულ მიშაობაზე ტარიელ მაღლაფერიძე ( უღრმესი მადლობა ყველას ♥)