ლაშქრობა
2015 წლის 30 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და ცაგერის რაიონის სოფელ ზუბის
საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა ხვამლის მთაზე. ლაშქრობა მიზნად ისახავდა ახლად დამეგობრებულ სკოლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ასევე ატარებდა შემეცნებით ხასიათს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სასკოლო ლაშქრობის ისტორიაში პირველად მოხდა მოსწავლეების მიერ ასეთი სიმაღლის დაპყრობა. ლაშქრობაში მონაწილეობდნენ ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ ლარცულიანი, პედაგოგები ნიკოლოზ ომანაძე, გელა ლიპარტელიანი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები მანანა ბაკურაძე, თამარ გოგატაძე, ხათუნა ფაიქიძე და ჯონი ბოჭორიშვილი.