,,ერთად შევეგებოთ ევროპას”
სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან მანანა ტყეშელაშვილსა და თამარ სანაიასთან ერთად 2015 წლის 3 ნოემბერს ეწვივნენ ქუთაისის ოპერის თეატრს, სადაც ევროკავშირის კულტურის კვირეულის ,,ერთად შევეგებოთ ევროპას” ფარგლებში გაიმართა ბალტიური გიტარის კვარტეტის კონცერტი,
რომლის რეპერტუარიც რენესანსიდან მოყოლებული თანამედროვე მუსიკის ჩათვლით მრავალი მუსიკოსის ნაწარმოებს მოიცავდა, ღსანიშნავია რომ მუსიკოსებმა კონცერტის დასასრულს შეასრულეს პოპულარული ქართული სიმღერა ,,სულიკო.