ელიტარული კლუბი “რა? სად? როდის?”
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 41 კლასის მოსწავლეებისა და დამრიგებლის, მედეა ადეიშვილის, ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ელიტარული კლუბის “რა? სად? როდის?” მუშაობას დაწყებით კლასებში.
26 დეკემბერს ჩატარდა პირველი სერიის პირველი თამაში. მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშა ზურა მიქაბერიძის შვიდეულმა შემდეგი შემადგენლობით: დავით დეისაძე, თეკლა გამგებელი, გიორგი ცქიფურიშვილი, თამარ ბუღაძე, გიორგი ლომთაძე, ნიკოლოზ კეზევაძე.
თამაში ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, მოაზროვნეებმა საოცარი უნარ-ჩვევები გამოავლინეს. ისინი აღმაფრთოვანებელი ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე მიდიოდნენ პასუხებამდე. კლასის დანარჩენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესანიშნავად შერჩეული კითხვები. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა, დავით დეისაძე, რომელსაც გადაეცა პრიზი “ინტელექტუალი ბუ”.
საუკეთესო კითხვის ავტორები: ქრისტინე ხიდაშელი, გიორგი გოტიაშვილი, მარიამ გოგოტიშვილი, იუზა გაბუნია დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, დიპლომი და სიგელი.
ელიტარული კლუბის პირველმა ნაბიჯმა დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.