აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე
2015 წლის 10 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 7-1 კლასის (კლასის ხელმძღვანელი- ბელა გელხვიიძე) მიერ საზეიმოდ აღინიშნა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე.
ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი და ელფერი შესძინა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა ბატონმა ავთანდილ სახამბერიძემ, რომელმაც გააცოცხლა მგოსანი. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს აკაკის პოეზიის მარგალიტები. ღონისძიების დასასრულს “აკაკისთან” ერთად გაითამაშეს წერეთლის ცნობილი ოხუნჯობები.