ონისე ხურციძის მორიგი წარმატება
2014 წლის 3 აგვისტოდან 5 აგვისტომდე ერევანში გაიმართა ტურნირი ჭიდაობა “სამბოში” ევროპის თასის მოსაპოვებლად, რომელშიც მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 70 კგ. წონით კატეგორიაში 35 სპორტსმენი ასპარეზობდა.
ტურნირის გამარჯვებული და ევროპის თასის მფლობელი გახდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე ონისე ხურციძე, რომელმაც 4 შეხვედრა მოიგო იპონებითა და მაქსიმალური ქულებით.