ჯაბა ქურდიანის მორიგი წარმატება
2014 წლის 20 მაისიდან 30 მაისამდე პოლონეთში გაიმართა ტურნირი ჭიდაობა “სამბოში” ევროპის თასის მოსაპოვებლად, რომელშიც მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 60 კგ.
წონით კატეგორიაში 54 სპორტსმენი ასპარეზობდა. ტურნირის გამარჯვებული და ევროპის თასის მფლობელი გახდა ერთადერთი ქართველი სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯაბა ქურდიანი, რომელმაც 6 შეხვედრა მოიგო იპონებითა და მაქსიმალური ქულებით (112:0, 109:0 …) უდიდესი უპირატესობით. ჯაბა მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე რომელიც საბერძნეთში ქალაქ ათენში დაიწყება 4 ივლისიდან.