2014 წლის 12 მაისს ქალაქ თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის “ხელოვანები მომავლისათვის”

ხელმძღვანელობის კლასიკური მუსიკის (ხელოვნების) მე-7 რესპუბლიკური (მე-3 საერთაშორისო) ფესტივალი “მომავლის ვარსკვლავები”. ფესტივალის მიზანი იყო მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსების მიერ აღმოჩენილიყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები. ფესტივალში მონაწილეობდა ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები დები თამარ და მართა გაგოშიძეები. ისინი ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები არიან. (პედაგოგები: შორენა ზვიადაძე, რუსუდან გვენეტაძე) თამარს და მართას საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის მიენიჭათ ლაურეატის წოდება. მათ სიხარულს უერთდება სკოლის დირექცია, პედაგოგები, თანაკლასელები. ვუსურვებთ წინსვლას, წარმატებებს და ახალი მწვერვალების დაპყრობას. დარწმუნებული ვართ, რომ თამარი და მართა დაიმკვიდრებს ადგილს დიდ სცენაზე.