ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად იტალიაში იმართება, 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, ფესტივალის წლევანდელმა მონაწილემ, ლიკა კოკაიამ განაცხადა.

ლიკა კოკაია ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეა და ამავე დროს, პროექტში “კინო სკოლაში” არის ჩართული. ეროვნულმა კინოცენტრმა ჯოფონის კინოფესტივალისთვის ის სწორედ, აღნიშნული პროექტით შეარჩია. ჯოფონის საერთშორისო საბავშვო კინოფესტივალის უნიკალურობა იმაშია, რომ მონაწილე ბავშვები, ამავე დროს, ჟიურის წევრებიც არიან, რომლებიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყოფიან. აღნიშნული ფესტივალი 40 წელზე მეტია რაც იმართება. წელს ფესტივალში სულ 54 ქვეყნის 3500 ბავშვი მონაწილეობდა, აქედან კი საქართველოს 7 მონაწილე წარმოადგენდა. ჯიფონის ფესტივალის მიმდინარეობისას მოხდა 7 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელთა რეჟსორსა და მთავარი როლის შემსრულებლებს ფესტივალის მონაწილეები შეხვდნენ. გარდა ამისა, ტრადიციის მიხედვით, ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავებს შეხვდნენ. წელს, მონაწილეებს რიჩარდ გირთან და ალან რიკმანთან შეხვედრის პატივი ერგოთ. “ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება. გარდა იმისა, რომ კინოს სხვა თვალით შევხედე, ეს არ იყო მხოლოდ კინოფესტივალი. მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნების კულტურა. მოწონება დაიმსახურა ქათულმა დამწერლობამ,” – განაცხადა ლიკა კოკაიამ. ეროვნული კონოცენტრის ინიციატივით, შემოდგომაზე თბილისში ერთდღიანი ჯიფონის ფესტივალი ჩატარდება, ხოლო 2015 წელს ფესტივალი დიდ მასშტაბებს მიიღებს.