2014 წლის 19 ივნისს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი მიზნად ისახავს 2014 წლის 19 ივნისიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების.

პროცესის წარმართვას “საგამოცდო ცენტრის” სტატუსით.

მემორანდუმით მხარეებმა აღიარეს საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღებად თანასწორი, ობიექტური, გამჭირვალე, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების აუცილებლობა და მასწავლებლების პროფესიული სტატუსის ამაღლებისა და პედაგოგის როლის გამოკვეთის მნიშვნელობა საზოგადოების ფორმირებასა და განვითარებაში (მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები).

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში განთავსებულია 43 საგამოცდო სექტორი  რომელსაც ემსახურება 100-მდე თანამშრომელი.