პროფესიული დღესასწაული
2014 წლის 9 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში, კიდევ ერთ ტრადიციას დაედო საფუძველი შემოდგომით, ოქტომბრის თვეში, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბებიან ერთად. პედაგოგებს მიულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს,
დაჯილდოვდებიან წარმატებული პედაგოგები, მშობლებს გადაეცემათ სერთიფიკატები.ახალბედა მასწავლებლები წარსდგებიან საზოგადოების წინაშე. ამ დღეს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეეები გაივლიან წითელ ხალიჩაზე, პირველკლასელებს ესაუბრებიან სკოლის ფასეულობებზე და სამშობლოს სიყვარულზე , გადასცემენ მათ გზავნილებს, აუნთებენ ცოდნის ლამპარს წარმატებისკენ სწრაფვაში.