სეულში 9 ოქტომბერს დაწყებულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით ჩაებნენ ქართველი სპორტსმენები – პირველივე დღეს მათ 5 მედალი მოიპოვეს, 2 ოქრო-ბრინჯაო და 1 ვერცხლი. 


ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც უფრო წარმატებით ჭაბუკებმა იჭიდავეს, რომელთა ანგარიშზეც ორივე ოქრო და 1 ბრინჯაო მოდის. მათგან ჩემპიონები სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე 
ჯაბა ქურდიანი (60) და ივანე ჩურჩხელაშვილი (75) გახდნენ, მესამეზე კი ირაკლი შონია (48) გავიდა. სამივე ახალი სახეა ნაკრებში – მათ ევროპის პირველობაზე არ უჭიდავიათ. 

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯაბა ქურდიანმა ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი დავით წურწუმია შეცვალა, სეულში კი ფინალში რუსი სერგეი ვოროტინცევი დაჯაბნა. ფინალი რუსს – კონსტანტინ უდოვს მოუგო ჩურჩხელაშვილმაც, რომელიც ძიუდოისტთა ნაკრებიდან ფრიად გამოცდილია. საყურადღებოა, რომ გუშინ ჭაბუკებში სამივე წონაში მოვიპოვეთ მედალი.

ახალგაზრდებმა კორეაში თითო ვერცხლი და ბრინჯაო დაისაკუთრეს. ვერცხლის მედალილაშა პარასკევაშვილმა (62) მოიპოვა, ვისაც ერთი მოგება დააკლდა დუბლამდე. ის ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, მაგრამ დუბლამდე რუსმა რუსლან ბუტოვმა არ მიუშვა.

ასევე ევროპის წლევანდელი გამარჯვებულია ბრინჯაოსმედალოსანი მიხეილ მეზურნიშვილიც (82), რომელიც ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუსთა სახელით მოასპარეზე გენო ქეცბაიასთან დამარცხდა. რა თქმა უნდა, ძნელი იყო მასთან ბრძოლაო, ჩვენებურის შესახებ ასე განუცხადა ტურნირის დასრულების შემდეგ რუსულ მედიას ქეცბაიამ.

 იხილეთ სტატია


Broadcast live streaming video on Ustream