2014 წლის 6 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორი

ქალბატონი ნათია რობაქიძე. მოეწყო შეხვედრა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შვიდკაციან ჯგუფთან. მონიტორი დაინტერესდა ჯგუფის საქმიანობით, დაისვა კითხვები, “შვიდკაცას” წევრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ცენტრის წარმომადგენლის  მიერ დასმულ კითხვებზე გაწეული მუშაობის შესახებ. გამოითქვა მოსაზრებები ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ მომავალი აქტივობების ეფექტიანობის კუთხით. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია და შვიდკაციანი ჯგუფის წევრები: ბატონი ვიტალი პატარიძე, ქალბატონები – ნანა ხაჭაპურიძე,  თამილა სვანაძე, ხათუნა ჩხეტიანი, ბელა გელხვიიძე, თეა ბარდაველიძე, ნათია მარუაშვილი.