მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა
2014 წლის 3 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის V4 კლასში ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა. აქტივობას უძღვებოდნენ კლასის დამრიგებელი ხათუნა ჩხეტიანი და მუსიკის მასწავლებელი ნუნუ სეხნიაშვილი. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით და სხვადასხვა გამონათქვამებით დღესასწაული მიულოცეს მასწავლებლებს.
ასევე მოეწყო დაფაზე ხატვა და განსაკუთრებული ხატვის ნიჭით დაჯილვოებული მოსწავლეები აფორმებდნენ სადღესასწაულოდ წარმოთქმულ სიტყვებს. მოსწავლეებმა მასწავლებლის დღე მიულოცეს სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინე ჯგერენაიას, დირექტორის პირველ მოადგილეს ბატონ ვიტალი პატარიძეს და ყველა პედაგოგს. აქტივობას ესწრებოდნენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები: ნათია მარუაშვილი, ბელა გელხვიიძე და V4 კლასის მშობლები.