კონფერენცია
2014 წლის 28-30 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაზალეთში გაიმართა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მონაწილეთა კონფერენცია,
რომელიც მიზნად ისახავდა გავლილი პერიოდის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანალიზს. მასში მონაწილეობას ღებულობდა ყველა იმ სკოლის შვიდკაციანი ჯგუფის წარმომადგენელი, სადაც პილოტირებას გადის ეს პროგრამა. კონფერენცია გახსნა პროგრამის კოორდინატორმა მაია ინასარიძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა მპგეც-ის დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა პროგრამის მიმართ და პასუხი გასცა პედაგოგების შეკითხვებს. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა სსიპ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი ბელა გელხვიიძე. საინტერესო იყო წარმოდგენილი ჯგუფის საქმიანობის და განხორციელებული არაერთი აქტივობის ამსახველი სტენდური და ციფრული პრეზენტაციები, რომლებმაც კოორდინატორის და დამსწრე პედაგოგების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ამგვარი საქმიანი შეხვედრები ხელს უწყობს პროგრამაში ჩართულ სკოლებს ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ ზრდაში.