2014 წლის 2 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დაიწყო მესამე დონის ტრენინგი სერტიფიცირებულ და სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის ,,ინტელის ძირითადი კურსი – პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“.

ტრენერი ავთანდილ ცნობილაძე. ტრენინგის ხანგრძლივობაა 36 საათი/ 9 დღე. ტრენინგში მონაწილეობას იღებს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 12 პედაგოგი. ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას, პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ელექტრონული პორთფოლიო, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.