ეროვნული კონფერენცია “თამბაქო ან ჯანმრთელობა”
2014 წლის 7 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და პროექტის „საქართველოში 100%-ით თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებით და ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე.
თამბაქო ან ჯანმრთელობა 2014
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი მაია კვინიკაძე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე აბდალაძე, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, ასევე, პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
შეხვედრაზე განხილულ იქნა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინიციატივები, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიმართულებით მიღწეული შედეგები და გამოწვევები, ასევე პროექტის „საქართველოში 100%-ით თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შედეგების შეჯამება.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამული გაფრთხილებები თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ, ფოტოგამოფენა თამბაქოს მავნებლობასა და მისი მოხმარების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მხარდამჭერი ორგანიზაციების მათ შორის სსიპ ქალაქ ქუთაისის N17, N37 და N45 საჯარო სკოლების დაჯილდოება. კონფერენციის მონაწილეებმა დაჯილდოების შემდეგ ხელი მოაწერეს პეტიციას “თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა” – ფართომაშტაბიანი საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის.