სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის კინოკლუბმა “დაიჭირე კადრი” პირველი გასვლითი აქტივობა მოაწყო თბილისში… ისინი შეხვდნენ პროექტ”კინო სკოლის” დირექტორებს, სადაც გააკეთეს კლუბის პრეზენტაცია, ისაუბრეს კლუბის აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე.

თეატრალურის კინოკლუბში ნახეს მიშა კობახიძის ფილმები და თავად შეხვდნენ რეჟისორს. ასევე ესტუმრნენ ჩარლის მუზეუმს და ითამაშეს ვიქტორინა…კინოცენტრმა მათ სპეციალური საჩუქრები გადასცა.