2014 წლის 8 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის  მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა  (კლ.დამრიგებელი ირმა ფხაკაძე) მოაწყო ექსკურსია-ღონისძიება წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში.

 პატარები აღფრთოვანებაში მოვიდნენ ეკლესიის სიდიადით, სილამაზემ მოლოდინს გადააჭარბა, ეკლესია ასწლოვან ცაცხვთა  სიმწვანეში იყო ჩაფლული. ღონისძიება წარიმართა ეკლესიაში, თბილ და სასიამოვნო გარემოში. პატარებმა პატივი მიაგეს წმ. გიორგის სახელს. ისაუბრეს მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წარმოთქვეს  ტროპარი. გაიხსენეს და გააცოცხლეს საქართველოს ისტორიული წარსული, თავდადებული მეფეები. სამი დიდი გრძნობა, სამი ღვთაებრივი საუნჯე – ,,ენა-მამული-სარწმუნოება“ – საოცარი სიტყვაკაზმულობითა და სიყვარულით იყო შეზავებული. ბოლოს ბავშვებმა მოისმინეს მამა ვახტანგის ქადაგება, აანთეს სანთლები, ინატრეს საქართველოს  კეთილდღეობა და გამთლიანება. გადიღეს სამახსოვრო ფოტოები.