ამერიკის დამოუკიდებლობის დღე
2014 წლის 25 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლამ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართა ღონისძიება „I Have a Dream“
პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს 2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ისაუბრეს იმ პროგრამებზე რომლებშიც არიან ჩართული. ღონისძიების დასასრულს გაიმართა სპექტაკლი „I Have a Dream“ რომელიც მიეძღვნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 238-ე წლისთავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ნაციონალური სკაუტური მოძრაობის წარმომადგენლობა, ეროვნული კინომატოგრაფიის ცენტრი, მოსწავლეები, მშობლები, პრესა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.