2014 წლის 5 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 93 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი (დამრიგებელი: იზოლდა აბაშიშვილი, რუსული ენის პედაგოგი ქეთევან ხაზარაძე). გაკვეთილის თემა: “ალ. ს. პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა”.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი პოეტის ცხვორების შესახებ, წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტებ მისი ნაწარმოებებიდან, აგრეთვე მათ მიერ გაკეთებული ბუკლეტები და ცხოვრების ამსახველი სლაიდ-შოუ, წარმოადგინეს დუელის სცენა, წაიკითხეს გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები პუშკინის შემოქმედებასა და მის მოღვაწეობაზე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, უცხო ენის კათედრის პედაგოგები.