სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის XI2  კლასის მოსწავლეები ნინო ცხადაძე და თათია წერეთელი მონაწილეობენ  ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონკურსში “ალიანტე-2014”.

მოსწავლეებმა ნაყოფიერად იმუშავეს მოცემულ საკითხებზე, მოიძიეს მასალები სკოლის ბიბლიოთეკაში, ეწვივნენ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას, მუშაობდნენ ვიკიპედიის მასალებზე ინტერნეტში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მოპოვებულ მასალებს აჯერებდნენ ისტორიის მასწავლებელ ხათუნა ჩხეტიანთან ერთად. 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა II რაუნდში გადასული გუნდების სია. აღნიშნული გუნდიც N8325654 წარმატებით გადავიდა II ეტაპზე. კვლავ დიდი ენთუზიაზმით გრძელდება მუშაობა შემდეგი ეტაპისათვის.