“შემოდგომის ფერთა ჰარმონია”
2013 წლის 20 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის II1 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ირმა ფხაკაძე, ხელოვნების მასწავლებელი ხათუნა გუმბერიძე)
შემოდგომის ფერებზე დაკვირვების მიზნით მოაწყვეს ექსკურსია-ინტეგრირებული გაკვეთილი, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. ბავშვებმა დაათვალიერეს ბუნებრივი გარემო, ულამაზესი მწვანე ხეივანი, ქვიშით ნაშენი შადრევანი. განასხვავეს ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები, ისაუბრეს შემოდგომაზე ბუნებაში მცენარეთა ცვლილებებზე, ფერებზე, ბუნების დაცვის აუცილებლობაზე. ადგილზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ნახატები. შეაგროვეს ფერადი ხმელი ფოთლები, გააკეთეს კოლაჟი, რომელთა გამოფენა მოეწყო საკლასო ოთახში. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ბავშვები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.