2013 წლის იანვარში 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერკულტურული ცენტრისა და ავსტრიის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა საგანმანათლებლო ქსელი.


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და საზოგადოება „ბილიკი“ ერთობლივად ახორციელებენ ბავშვთა უფლებების ადვოკატირების პროექტს კავკასიული საგანმანათლებლო ქსელის ფარგლებში.
ადვოკატირების მიზანია კავკასიის რეგიონში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა.
2014 წლის 28-1 მარტს, ჩაქვში მოეწყო კონფერენცია პროექტის ფარგლებში. შეხვედრის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ ქსელის მიზნებს სამომავლო გეგმებს, არსებულ საგანმანათლებლო პოლიტიკასა და განხორციელებულ საქმიანობებს.შეხვედრას უძღვებიან თამარ მოსიაშვილი,თამარ ჩხაიძე,მარი მღებრიშვილი,კონფერენციის დასაწყისში მოხდა ფილმის ,,მკვდარ პოეტთა საზოგადოების” კინოჩვენება, რომლის შემდეგ შედგა დისკუსია ,,სასკოლო კონფლიქტები და მათი მშვიდონიანი გადაწყვეტა”
შეხვედრაში მონაწილეობას იღებს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, N32 სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი სალომე თადუმაძე, ჟურნალისტები, განათლების სპეციალისტები, მასწავლებლები და მოსწავლეები.\