ექსკურსია
2013 წლის 24 ოქტომბერს III1 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან მედეია ადეიშვილთან და ხელოვნების მასწავლებელ მაკა კამლაძესთან ერთად მოაწყვეს ექსკურსია ქალაქის სამხატვრო გალერეასა და ბაგრატის ტაძარზე
. დაათვალიერეს ცნობილ მხატვართა ნამუშევრები, განასხვავეს პეიზაჟი, ნატურმორტი, გრაფიკულ და ფერწერული ნიმუშები. ისაუბრეს ბაგრატის ტაძრის ისტორიაზე, მოისმინეს მამა მატათას ინფორმაცია წმინდანთა ნაწილების შესახებ. ადგილზე შეასრულეს ნახატები, რომელთა გამოფენა მოეწყო საკლასო ოთახში. ბავშვები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ.