სსიპ ქალაქ ქუთაისის № 17 საჯარო სკოლაში კვლავ მიმდინარეობს პროექტ “PROFILES-საქართველოს” მოდულების დანერგვა

. დღეს მეცნიერულ უნარ-ჩვევებს X-2 კლასელები ეუფლებოდნენ. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ქალბატონი მანანა ქაშაკაშვილი და კლასის დამრიგებელი ქალბატონი ნანა ხაჭაპურიძე. მოსწავლეებმა მოახდინეს ექსპერიმენტული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია, გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები. მათ და პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს გაკვეთილი და სურვილი გამოთქვეს მსგავსი აქტივობების ხშირად განმეორებისა.