IX-1 კლასი და “ავტოსაგზაო შემთხვევა”
სსიპ ქალაქ ქუთაისის № 17 საჯარო სკოლის IX1 კლასში 6.06.2013 წელს ფიზიკის გაკვეთილზე (მასწავლებელი თეა ქუთათელაძე) დაიწყო ევროკავშირის ეგიდით დაფინანსებული პროექტ PROFILES- საქართველოს ფიზიკის მუდულის დანერგვა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ექსპერიმენტული უნარ-ჩვევების განვითარება. საგაკვეთილო მოდული აგებულია ერთ ცხოვრებისეულ მაგალითზე (კერძოდ, აღწერილია ავტო-საგზაო შემთხვევა) მოსწავლეებმა ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით უნდა აღმოაჩინონ დამნაშავე. გაკვეთილზე მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვები, რაშიც მათ სკოლის ავტო-საქმის პედაგოგი და მანდატური, ბატონი რამაზ ხუხუა დაეხმარა. მეცნიერული კვლევა-ძიება IX-1 კლასში ხვალ, 7 ივნისს გაგრძელდება. ბავშვებო, დღეს აღფრთოვანებული ვარ თქვენი შედეგებით, გისურვებთ წარმატებებს!!!