2013 წლის 14 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში დასრულდა წერა-კითხვის წამახალისებელი კონკურსი “საუკეთესო მკითხველი”.

ჩატარდა დაწყებითი კლასების კათედრის  დასკვნითი ღონისძიება მიუზიკლი “მოგზაურობა საზღაპრეთში” (კათედრის ხელმძღვანელი: მაკა კინწურაშვილი) ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფინალურ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები. ღონისძიების შემდეგ მოხდა მათი საზეიმო დაჯილდოება. გამარჯვებულებს დაურიგდათ სპეციალური დიპლომები ხოლო ყველა მონაწილეს სიგელები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები და მშობლები. საღამომ მეტად თბილ და ამაღელვებელ გარემოში ჩაიარა.