“ჯავახეთის მდებარეობა და მოსახლეობა”
2014 წლის 12 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის V2 კლასში (ისტორიის პედაგოგი სოსო ცქიფურიშვილი) ჩატარდა ღია გაკვეთილი საგანში “ჩვენი საქართველო” თემაზე: “ჯავახეთის მდებარეობა და მოსახლეობა”.
გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოკვეთა მიზანი, ისაუბრა ჯავახეთის მდებარეობისა და მოსახლეობის შესახებ, რუკის დახმარებით გამოიკვეთა საზღვრები, რომელიც მოსწავლეების მიერ ჩანიშნული იქნა სამუშაო რვეულებში. ფიზიკური რუკის და წყაროების დახმარებით მუშაობა წარიმართა ჯგუფებში ჯავახეთის თემაზე, გაკეთდა პრეზენტაციები. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეები შეაფასა განმავითარებელი შეფასებით და განმსაზღვრელი ქულით. გაკვეთილს ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე ბატონი ვიტალი პატარიძე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი და წევრები: ხათუნა ჩხეტიანი, რუსუდან ქემოკლიძე კლასის ხელმძღვანელი ციცინო კუპრაშვილი.