2013წლის 5ოქტომბერს თბილისში გაიმართა ილიაუნის მორიგი სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება ღია ცის ქვეშ სპეციალურად გაშლილ სამეცნიერო კარვებში გაიმართა.

 სამეცნიერო პიკნიკი ეფუძნებაკოპერნიკისსამეცნიერო ცენტრისადა პოლონეთის რადიო სამეცნიერო პიკნიკის წარმატებულ მოდელს. კარვებში სხვადასხვა სამეცნიერო ჯდუფები მთელი დღის განმავლობაში წარმოადგენდნენ საინტერესო ცდებს და ექსპერიმენტებს, აწარმოებდნენ არქეოლოგიურ კვლევებს და ქმნიდნენ მოდელებს, აქტივობას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს,მასში ჩართული იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლის 40 მოსწავლე და მასწავლებლები. სამეცნერო პიკნიკი ერთდროულად გახლავთ შემეცნებითი, საინტერესო, მიმზიდველი, ინტერესის აღმძვრელი და ამასთანავე სახალისო მოვლენა ნებისმიერი ასაკის მოსაწავლისათვის.მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი გამგზავრება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა განხორციელდა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით