2014 წლის 20 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV3 კლასში (კლასის ხელმძღვანელი: მაკა კინწურაშვილი, ხელოვნების პედაგოგი: ციური კრავიშვილი) ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე “ჩემი სახელის ისტორია”.

ბავშვებმა გააცოცხლეს ისტორიული წარსული, სახელოვანი ადამიანები, ლიტერატურული გმირები, რომელთა სახელების მატარებლებიც თავად იყვნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი ბადრი ვაშაკიძე, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი იურისტი, სოფო ჯიმშელეიშვილი, N20 ბაღის მეთოდისტი, პედაგოგები, მშობლები. ღონისძიებამ მეტად თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.