2013 წლის  1-25 აპრილის ჩათვლით სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები:

ღია გაკვეთილები, კონფერენციები, მხატვრული კითხვის კონკურსები. კვირეულის დასასრულს 25 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში 43 (კლასის ხელმძღვანელი: მაკა ლაღაძე, რეჟისორი ნიკოლოზ ჯანგავაძე) კლასში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს”.  ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მშობლები.